ისტორია
შპს ,,სკოლა ეისი“ დაფუძნდა 2015 წლის 14 აპრილს და საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო იმავე წლის 9 დეკემბრიდან 29 მოსწავლითა და 24 თანამშრომლით.
9 წლის განმავლობაში სკოლის წარმატებული საქმიანობის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ კურსდამთავრებულთა 42 % მედალოსანი და სახელმწიფოს მიერ გრანტით დაფინანსებული სტუდენტია, ხოლო 10 პროცენტი - საერთაშორისო უნივერსიტეტების სტუდენტი/კურსდამთავრებული.
სკოლას მიღებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო და აგრარული უნივერსიტეტების დიპლომები საუკეთესო აბიტურიენტების აღზრდისთვის. გვაქვს სხვადასხვა წარმატებები ეროვნულ საგნობრივსა და შემოქმედებით ოლიმპიადებში: სკოლის გუნდი სასკოლო ჰაკათონის ATSUHACK JUNIOR-2016 წლის გამარჯვებული გახდა მობილური აპლიკაციით Apollo Guide. ასევე, ,,სკოლა ეისის“ მოსწავლეების მიერ დაფუძნებული მინი-კომპანიები Junior Achievement Georgia-ს მიერ ორგანიზებულ "სამეწარმეო განათლების ფესტივალზე“ 9 წელია საქართველოს მასშტაბით არჩეულ წარმატებულ კომპანიებს შორის სახელდებიან და ჯილდოვდებიან. 2016 წლიდან აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანიის მთავრობის ერთობლივი პარტნიორობის საერთაშორისო პროექტში, 2024 წლის გაზაფხულზე სკოლამ უმასპინძლა გერმანელი მოსწავლის სასწავლო პრაქტიკას. სკოლას ჰყავს 20-მდე საერთაშორისო ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილე მოსწავლე.
სკოლასთან თანამშრომლობს კონსულტანტი, კაისტის (სამხრეთ კორეა, სეული) უნივერსიტეტის პროფესორი შონ მაიკლ რიდი, რომელიც ინტენსიურად ამარაგებს სკოლას საგანმანათლებლო რესურსებით.