top of page

მოგესალმებით!

სკოლა ეისი არის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს გორში და გთავაზობთ მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს. სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები 1-ლი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და ამჟამად 150 მოსწავლეა დარეგისტრირებული.

 

სკოლა ეისში ვცდილობთ, მოსწავლეებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის განათლება, ხელი შევუწყოთ განივითარონ უნარები და მიიღონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის დავეხმაროთ შეისწავლონ სხვადასხვა ენები, შევთავაზოთ საინტერესო სასწავლო პროგრამები და პროფესიული ტრენინგები.

 

სკოლა ეისში ვხელმძღვანელობთ ისეთი ფასეულობებით, როგორიცაა ნოვატორული სულისკვეთება, მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა, ლოკალურ და საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოებასთან სიახლოვე.

 

ჩვენი მიზანია შევთავაზოთ ადგილობრივ საზოგადოებას ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომ ფასად. გაეცანით ჩვენს ვებგვერდს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია სკოლა ეისის პროგრამებსა და ღირებულებების შესახებ.

მარიკა ტლაშაძე

უსაფრთხოება სკოლა ეისში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ უსაფრთხო და დაცული სასწავლო გარემო, ამისთვის გვაქვს გატარებული სხვადასხვა ზომები, მათ შორის:

  • კამპუსი აღჭურვილია ვიდეომონიტორინგის სისტემით, რომელიც მონიტორინგს უწევს სკოლის მთელ ტერიტორიას.

  • გვაქვს სრულად აღჭურვილი პირველადი დახმარების ოთახი და სახანძრო უსაფრთხოების გეგმა და აღჭურვილობა.

  • ჩვენს თანამშრომლებს აქვთ გავლილი ბავშვთა დაცვისა და კონფლიქტების მართვის ტრენინგები.

  • სკოლაში გვაქვს მასწავლებლების მორიგეობის სისტემა.

  • დამრიგებელთან შეთანხმებით მშობლებს შეუძლიათ ეწვიონ სკოლას, რომ განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ.

 

სკოლა ეისში ვზრუნავთ შევქმნათ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემო, სადაც მათ შეუძლიათ განვითარდნენ და ისწავლონ.

მასწავლებლები

კომუნიკაცია მშობლებთან

მშობლებისა და მასწავლებლების კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსწავლეების წარმატებისთვის. ამისათვის:

  • მშობელთა კრება ტარდება სემესტრში ორჯერ.

  • შესაძლებელია ჩაინიშნოს მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრები.

  • თუ მშობელს სურს სკოლის მონახულება ან კონკრეტულ მასწავლებელთან საუბარი, მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლასის დამრიგებელს და წინასწარ ჩაეწერონ ვიზიტზე.

მომღიმარი მოსწავლეები ბოლო ზარზე

ინფორმირება სკოლის გაცდენაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს, ამიტომ მოსწავლეებისგან მოვითხოვთ სკოლაში რეგულარულად ყოფნას.

  • თუ მოსწავლეს ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია სკოლაში მოსვლა, მშობლებს ვთხოვთ, წინასწარ აცნობონ დამრიგებელს ამის შესახებ. 

  • თუ მოსწავლის არყოფნის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, კლასის დამრიგებელი დაუკავშირდება მშობელს ინფორმაციის დასაზუსტებლად.

გაკვეთილი

მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

მშობლების მონაწილეობა სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაში. სკოლა ეისში მშობლებს აქვთ შესაძლებლობა:

  • ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებსა და საქველმოქმედო კამპანიებში.

  • მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ორიენტაციის პროგრამებში.

  • შემოვიდნენ წინადადებით ისეთ კამპანიაზე, რაც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებასა და მოსწავლეებისათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

 

თქვენი მხარდაჭერა ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია!

ელექტრონული ჟურნალის გვერდი

ელექტრონული ჟურნალი

ელექტრონული ჟურნალის დახმარებით მშობლებს შეუძლიათ ადვილად მიიღონ ინფორმაცია საკუთარი შვილების აკადემიური წინსვლის შესახებ.

ჟურნალში შესვლისას, მშობლებს შეუძლიათ იხილონ:

  • მოსწავლეების ნიშნები,

  • შემაჯამებელი წერების შეფასებები,

  • მასწავლებლების უკუკავშირები,

  • დასწრების სტატუსი,

  • გაეცნონ დავალებებს და დაგეგმილ ტესტებს.

ჟურნალი ხელს უწყობს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე კომუნიკაციას, რაც თავის მხრივ აისახება სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე.

  • Facebook
bottom of page