სკოლა ეისი შინგანაწესი

ეისი – შინაგანაწესი

მუხლი 4. სწავლის ქირა და მისი გადახდის შეღავათები

მოსწავლეთა სწავლება ფასიანია და მისი საფასური განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.

სწავლის საფასური შეიძლება შეუმცირდეთ:

1. დევნილის სტატუსის მქონე, ობოლ (რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ორივე ან ერთ-ერთი მშობელი), მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ (მათ შორის, მას, რომელიც იზრდება მარტოხელა მშობლებთან) მოსწავლეებს  - 20 %-მდე;

2. ოჯახიდან 2 და მეტ მოსწავლესთითოეულს - 10 %-მდე;

3. თანამშრომელთა შვილებს - 10%-მდე.

4. სწავლის ქირის გადახდასთან დაკავშირებით სხვა სახის შეღავათების დაწესებისა უფლება ენიჭება დირექტორს განსაკუთრებულ სიტუაციაში, პატივსადები გარემოებების არსებობისას, ,განათლების შესახებკანონისა და შპს ,,ეისისწესდებით განსაზღვრული მიზნების მიღწევის მიზნით.

მოსწავლის მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაიხადოს სწავლის ქირა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში


მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება

1.  ვაკანსიის გავრცელების წყაროა ყველა არსებული საშუალება: სკოლის ვებგვერდი, სოციალური ქსელი, მედია...

2.  კანდიდატი სკოლაში მიიღება განცხადების საფუძველზე. კანდიდატები   შეირჩევიან კვალიფიკაციის მიხედვით.

3.   სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს სკოლის დებულება და წინამდებარე შინაგანაწესი.

4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია, პირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების ასლები. დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში, პედაგოგი ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


მუხლი 9. სამუშაო და დასვენების დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია, განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.

2.  სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. სკოლა იტოვებს უფლებას სასწავლო წლის დაწყება-დამთავრება და არდადეგების საკითხი გადაწყვიტოს სკოლის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაგრამ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

3.  ბრძანებით სკოლაში დადგენილია კვირაში  5 დღიანი სასწავლო პროცესი.

4.   საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:

ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;

ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:30 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორცმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.  გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

6. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 9:15 საათისა.

7. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ აღემატება კვირაში 40 საათს. საგნის მასწავლებელთა სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი სამუშაო საათებში (საგაკვეთილო საათების გარდა) აუცილებლად იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს საერთო სამუშაო (პედაგოგის განათლების დონის ამაღლება, სასწავლო მასალის მომზადება და სხვა) შეასრულოს სახლში.

8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დირექციისა და დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთათვის - შაბათი (მოდულებისა და საგამოცდო იმიტაციების მართებულად ჩასატარებლად).  კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები არის დასვენების დღეები.

9. მოსწავლის სკოლაში არგამოცხადების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მშობელს.

10. მოსწავლის მშობლის თხოვნით ან სხვა საპატიო მიზეზის (წინასწარ და დამდგარი)  არსებობისას სასწავლო პროცესის დროს მოსწავლის გათავისუფლება ხდება დირექტორის (დირექციის) ოფიციალური ნებართვით.

 11. არასასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს არ აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

 


მუხლი 11. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

1.    სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ სკოლის დირექტორი ან/და  სასწავლო პროცესის მენეჯერი მათი უფლებამოსილების ფარგლებში.

2.                 სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგ ფორმებს:

ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტებით;

ბ) ღია გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).


მუხლი 12. პედაგოგთა წახალისების ფორმები

1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;


მუხლი 18. მოსწავლის წახალისების ფორმები

1. სწავლის პროცესში მოპოვებული წარმატებისათვის, მოსწავლის ვალდებულებების სისტემატური შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისა  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია მოსწავლის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ)  სიგელით ან დიპლომით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

ე) სწავლის მთელი წლის საფასურის მოხსნა ან შემცირება;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;