თავი II - სასწავლო კალენდარი

სასწავლო წლის კალენდარი ითვალისწინებს ორ სემესტრს. სასწავლო წელს სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები. სასწავლო კვირა ხუთდღიანია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია:

) თუ სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

) თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები.

1-ლი სემესტრი იწყება 2015 წლის 1 ოქტომბერს და მთავრდება 30 დეკემბერს (63 სასწავლო დღე), მე-2 სემესტრი იწყება 2016 წლის 11 იანვარს და მთავრდება I-XII კლასებისათვის 20 მაისს (83 სასწავლო დღე), ხოლო II-XI  კლასებისათვის 20 ივნისს (106 სასწავლო დღე);

დასვენების დღეებია: 14 ოქტომბერი; 30 დეკემბრიდან 11 იანვრამდე (საშობაო არდადეგები); 3 მარტი; 8 მარტი;  9 აპრილი; 28 აპრილიდან 3 მაისამდე (სააღდგომო არდადეგები); 9 მაისი; 12 მაისი; 26 მაისი