საშუალო სკოლა სწავლის პირობები


სწავლების პირობები:


1.     ა) სკოლის თითოეულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15

        ბ) მოსწავლეთა ცოდნის გათანაბრების მიზნით, შედარებით ჩამორჩენილი მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს დამატებითი  მეცადინეობის ჯგუფები;

        გ) მე-10 კლასიდან ისწავლება მესამე უცხო ენა - გერმანული;

        დ) მე-10, მე-11, მე-12 კლასებში ისწავლება კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები;

        ე)  მე-12 კლასში ცალკე საგნად ისწავლება ზოგადი უნარები.

        ვ) საშუალო საფეხურზე სპორტის გაკვეთილები მოიცავს ტენისს.


2.   ა) მე-10-მე-11 კლასებში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც მე-11 კლასისთვის ემატება შაბათის მოდული (მე-6 დღე),      მოდულების დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

      ბ) მე-12 კლასში დადგენილია ხუთდღიანი სასწავლო კვირა, რომელსაც ემატება შაბათის საგამოცდო იმიტაცია აბიტურიენტთათვის, საგნების მიხედვით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;

      გ) საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო (სასწავლო, სპორტული) ფორმის ტარება;

      დ) სკოლას ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი.