დაწყებითი სკოლა მოსწავლის მიღების წესი

     მოსწავლის მიღების წესი:


1. სკოლის ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაშვებული გამონაკლისი შემთხვევებისა;


2. სკოლაში ბავშვის მშობელმა/მეურვემ უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება დირექტორის სახელზე;

 ბ) დაბადების მოწმობის დედანი და ასლი ნოტარიულად დამოწმებული, რომელზეც მითითებული იქნება სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;

 გ) მშობელთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/პირადობის მოწმობის ასლი;

 დ) ორი ფოტოსურათი ზომით 3/4

 ე) ჯანმრთელობის ცნობა;


3. დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში  მოსწავლეები ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე.