მისია – სკოლა ეისი


სკოლის მისია და პრიორიტეტები:

სკოლის მისიაა: მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, ტოლერანტი, კომუნიკაბელური, შემოქმედებითი, საკუთარი ქვეყნისა და სხვათა ტრადიციების დამცველი, სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს, აანალიზებს და პროგნოზს უკეთებს, როგორც ქვეყნის, ისე მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ მიღწევებს, რაც ხელს შეუწყობს მოზარდს, სწორად შეაფასოს გარემოში მიმდინარე პროცესები, მიაღწიოს წარმატებულ პროფესიულ კარიერას, რათა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში და იზრუნოს ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის.

სკოლის პრიორიტეტები:

  • ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო (ეკოლოგიურად სუფთა, მეგობრული) გარემოს შექმნა;
  • ეფექტური, დინამიკური, მოსწავლის საჭიროებებზე ორიენტირებული ინდივიდუალური  სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
  • მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში;
  • სპორტი (ჭადრაკი, ჩოგბურთი)
  • შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება და ხელშეწყობა;
  • მოსწავლეთა კულტურულ-ესთეტიკური აღზრდა: კონფერენციები, დისკუსიები, ექსპედიციები, ლაშქრობები, ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიები...
  • საატესტატო და ეროვნული გამოცდებისათვის მზადება;
  • პროგრამას ჩამორჩენილ მოსწავლეთათვის სპეციალური სწავლების სისტემის ამოქმედება;
  • სასკოლო (სასწავლო, სპორტული) ფორმა;
  • უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა (ტრანსპორტით მომსახურება).