მშობელთა ჩართულობა შეიძლება ორი ძირითადი მიმართულებით განვიხილოთ:

1. ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში:

  • კომუნიკაციის შემდეგი საშუალებები: მშობელთა კრებები, პირადი შეხვედრები მშობელთათვის ხელსაყრელ დროს, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები (მობილური, ინტერნეტი);
  • მშობელთა კლუბის შექმნა, რომლის მიზანი იქნება სხვადასხვა პროფესიისა და სოციალური მდგომარეობის მშობელთა გაერთიანება სასწავლო მიზნების მისაღწევად (მშობელთა კონსულტაციები საკუთარი პროფესიის გამოყენებით, სასწავლო-შემეცნებითი, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, მკითხველთა კლუბი, მათემატიკური უნარების განვითარება, ხელსაქმე...);
  • სკოლის ვებგვერდზე მშობელთა გვერდის შექმნა მათთან აქტიური კომუნიკაციისა და აზრთა გაზიარებისათვის;
  • მულტიკულტურული და მულტილინგვური სწავლების ხელშეწყობა - არაქართულენოვანი მშობლებისათვის დამხმარე სასწავლო რესურსების შექმნა მშობლების ჩართულობით.

2. ხელშეწყობა მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.