მშობლებო!

სკოლის ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა ამდიდრებს სკოლის კულტურას, ამაღლებს დემოკრატიულობის ხარისხს. ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად მოსწავლეებისთვისაც  მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით. ამდენად, სკოლა თავად უნდა იყოს დაინტერესებული მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, რაც მნიშვნელოვან წილად მისი წარმატების განმსაზღვრელი იქნება.

ჩვენი სკოლის კარი მუდამ ღიაა თითოეული თქვენგანისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენთან ხშირი ურთიერთობა, თქვენი აზრებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.

მშობლების ვიზიტს თავისი წესი და პროცედურა აქვს. იმისათვის, რომ მშობლის ვიზიტმა ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს, გთხოვთ, თქვენი ვიზიტის შესახებ წინასწარ (არაუმცირეს 1 დღით ადრე) აცნობეთ  ადმინისტრაციას ან ადმინიტრაციულ-საკანცელარიო საქმეთა მენეჯერს.