08-08-2017     სასწავლო ექსკურსია ტექნოპარკში





დღეს ყველა აღნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ცვლილებების შეტანაა საჭირო. დროსთან ერთად იცვლება თაობებიც და მათი მოთხოვნილებებიც, ამიტომ აუცილებელი ხდება სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21- საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას.

ჩვენს სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლები, რომელსაც გამორჩეული, ნიჭიერი პროგრამისტი  გიორგი ვეფხვაძე ასწავლის, სწორედ მისი ინიციატივით დაათვალიერეს ჩვენმა მოსწავლეებმა ტექნოპარკი, სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები.