08-12-2015     სკოლა ეისის საზეიმო გახსნა





 2015 წლის 8 დეკემბერს გორის გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა სკოლა ეისის გახსნის აღსანიშნავი საზეიმო საღამო. სკოლის დირექტორმა მარიკა ტლაშაძემ საზოგადოებას  გააცნო სკოლის კონცეფცია, მიზნები, სასწავლო პროგრამები. წარადგინა ქალაქის რჩეული პედაგოგები, რომლებიც სკოლა ეისში იმოღვაწებენ. საზეიმო საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ეპარქიის მდივანი დეკანოზი ღვთისო (სეხნიაშვილი), ქალაქის ხელისუფლების, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ასევე, ნორჩი თეატრალები ანზორ გვაძაბიას რეჟისორობით და ქალაქის სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული სკოლების წარმომადგენლები, რომელთაც ულამაზესი შესრულებით გაალამაზეს საღამო.